"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრობის კანდიდატების ქულები გამოქვეყნდა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 14:32
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრობის კანდიდატების ქულები გამოქვეყნდა

 

პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ გასაუბრებაზე მიღებული ხმების ოქმები გამოაქვეყნა. 

პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ კანდიდატებს (საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციები და მოსაზრებები) გუშინ მოუსმინა.

ნინო კაკაბაძე - 9 დადებითი; ია მამალაძე - 9 დადებითი; ზვიად დევდარიანი - 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბესიკ ლილუაშვილი - 7 დადებითი, 2 უარყოფითი; იზაბელა ოსიპოვა - 7 დადებითი, 2 უარყოფითი; დონარა შონავა - 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბაბუცა პატარაია - 6 დადებითი, 3 უარყოფითი; ზაზა შათირიშვილი - 6 დადებითი, 3 უარყოფითი; მალხაზ ასლამაზაშვილი - 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია კობერიძე - 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია სირაბიძე - 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ხატია ყურაშვილი - 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ვლადიმერ ბოჟაძე - 2 დადებითი, 7 უარყოფითი; დავით კორახაშვილი - 9 უარყოფითი.

კომისიამ 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა.

დეპუტატებმა 4 უნდა აირჩიონ.

ტეგები