ერთკაციანი საპროტესტო აქცია გორში - შშმ პირი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 14:41

გორში, კომბინატის დასახლებაში ტარიელ თაყაძემ გზა ხის ტოტით გადაკეტა, რადგან ერთი თვეა დენი არ მიეწოდება.

qartli.ge-ს ცნობით, ტარიელ თაყაძემ ენერგოკომპანიის მიმართ, მისი ოჯახის დავალიანება 200 ლარს შეადგენს. ტარიელ თაყაძე ამბობს, რომ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და ორივე მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.

სოციალურ დახმარებას იღებენ, თუმცა ეს თანხა დავალიანების გადახდას არ ჰყოფნის: ,,ფიზიკურადაც ვერ ვმუშაობ, რომ ოჯახში რამე შემოსავალი შევიტანო. პენსიას ვიღებთ, ვყიდულობთ საჭმელს, წამლებს, მაგრამ არ გვყოფნის. ერთი თვეა უკვე ამ მდგომარეობაში ვართ და იძულებული გავხდი ამ ფორმით გამოვხატო პროტესტი, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება" - აცხადებს ტარიელ თაყაძე.

ხის ტოტი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე საპარტრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიტანეს.

ტეგები