ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 14:47
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა  თავშესაფარში გადაიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, თეიმურაზ წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა. 

მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში, 8 მარტს დაჭრეს. ტრავმირებული ძაღლი გადაყვანილ იქნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ვეტერინარულმა  პერსონალმა  ცხოველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად  სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.

“დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც ოთხსაათიანი ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ, თუმცა სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა. ძაღლი დღეს უკვე  უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული.მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა  და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. 

 

ტეგები