ზაზა გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 16:49
ზაზა გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰრას შეხვდა.

შეხვედრაზე, ორი პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. პირველი პროექტი ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას, ხოლო მეორე თბილისისთვის მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც განახორციელებს World Vision-საქართველო, სოფელ მოხეში აშენდება საბავშვო ბაღი და მოემსახურება მიმდებარე 8 სოფლის ბავშვებს. საბავშვო ბაღის დაფინანსება 66 395 აშშ დოლარს შეადგენს.

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ელჩს და იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის და ისაუბრა იმ რეგიონულ და მუნიციპალურ პროექტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ხორციელდება.

 

ტეგები