"სითი პარკს" ხელშეკრულების შეწყვეტის დადგენილება მერიიდან ოფიციალურად გაეგზავნა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 17:15
"სითი პარკს" ხელშეკრულების შეწყვეტის დადგენილება მერიიდან ოფიციალურად გაეგზავნა

"სითი პარკს" მერიის დადგენილება ოფიციალურად გადაეცა, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტი კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს. 

კომპანია "სითი პარკმა" დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. 

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკთან" კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის. 

კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

ტეგები