ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 17:27
ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში.

კომიტეტის წევრებმა ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს და შესაბამისი რეზოლუციების პროექტები მიიღეს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საკითხი და კოპენჰაგენის დეკლარაციის პროექტი ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის შესახებ მომავლის ევროპაში.

დღესვე, კომიტეტის წევრებმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გაცნობითი მემორანდუმები განიხილეს, მათ შორისაა: შარიას სამართლის თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა - ევროპის საბჭოს და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის გამოწვევა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურები სასამართლო განხილვის გარეშე: უპირატესობები და რისკები.

სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხები.

სხდომის დასასრულს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ვენეციის კომისიის 2018 წლის შეხვედრებზე კომიტეტის წარმომადგენელები დანიშნა.

 

ტეგები