აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 17:41
აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა

13 მარტს, აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან გენდერულ საკითხებში, ჯოანა როპერთან.

ჯოანა როპერმა ინტერესი გამოხატა სავალდებულო გენდერული კვოტირების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს შემდეგ კვირაში.

ქალბატონმა როპერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა დიდ ბრიტანეთშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და რომ ამ მხრივ, საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მისაბაძი მაგალითია ბევრი ქვეყნისთვის.

საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ჯანეტ კამილონს, დომინიკის რესპუბლიკის ქალთა მინისტრს.

“საქართველოს მსგავსად, დომინიკის რესპუბლიკაშიც გამოწვევაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. სწორედ, ამიტომ შეიქმნა ქვეყანაში სპეციალური სამინისტრო ქალთა საკითხებზე” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანეტ კამილონმა.

საინტერესოა, რომ 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტში დომინიკის რესპუბლიკის მეგობართა ჯგუფი არსებობს.

ტეგები