ოფიციალური ლონდონი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 17:59
ოფიციალური ლონდონი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ლონდონი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს.

მოსკოვის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სანქციების მიზეზი რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმე გახდა.

12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

ტეგები