ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 18:05
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

 

სამართალდამცავები ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ. ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

ბრალდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

ტეგები