ანგელა მერკელს თავს დაესხნენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 18:38

მეოთხე ვადით დღეს არჩეულ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პარლამენტის შენობასთან თავს დაესხნენ. ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

კერძოდ, გერმანული მედიის ცნობით,  პარლამენტის შენობიდან მერკელის გამოსვლისას, მას უცნობი პირი შეძახილებით მიუახლოვდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი შეჩერება შეძლეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.