ტოჩინოშინის მორიგი მარცხი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 20:00
ტოჩინოშინის მორიგი მარცხი (ვიდეო)

"გაზაფხულის ბაშოზე" მე-4 დღის ასპარეზობები გაიმართა. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ 21 წლის ტაკაკეიშოსთან წააგო.

ტოჩინოშინის მეტოქე დოჰიოს კიდეზე მიმწყვდეული ჰყავდა და ძალიან ცოტა რჩებოდა მისი რკალიდან განდევნისთვის.

იაპონიის იმპერატორის თასის მფლობელს ახლა ბალანსი 2-2 აქვს.

ტეგები