გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 20:08
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამუნა ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა.

1 tv.ge-ს ცნობით, ბაგრატია თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„სააგენტოს უფროსობიდან ჩემი წასვლის მიზეზი ბუნებრივია, არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ“, – აცხადებს თამუნა ბაგრატია.

თამუნა ბაგრატია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელძღვანელის თანამდებობა 3 წლის განმავლობაში ეკავა.

ტეგები