ვინ დაუპირისპირონ მანიაკ პუტინს არ იციან - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 22:18
ვინ დაუპირისპირონ მანიაკ პუტინს არ იციან -  ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ტერეზა მეი აღმოჩნდა ქალი და პიროვნება. ქარიზმატულ პოლიტიკურ ლიდერებზე შიმშილი იქნებ დაიკმაყოფილოს ბებერმა ევროპამაც და დანარჩენმა სამყარომაც, უსახური მერკელი რომ გონიათ ბოლო 10 წელია ლიდერი და ვინ დაუპირისპირონ მანიაკ პუტინს, რომ არ იციან", - წერს გვარამია.

ოფიციალური ლონდონი მოსკოვთან რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

ტეგები