აშშ-ში ნობელის ლაურეატი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ცოლი კი მკვდარი იპოვეს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 22:30
აშშ-ში ნობელის ლაურეატი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ცოლი კი მკვდარი იპოვეს

ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი, ეიტი ეგისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი 80 წლის მეუღლე კი მკვდარი იპოვეს. ინფორაციას ტელეარხი WREX-TV ავრცელებს.

წყვილი, რომელიც ინდიანას შტატში ცხოვრობდა, ორშაბათის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

82 წლის მეცნიერი ილინოისის შტატის ერთ-ერთ სოფელთან გზაზე იპოვეს.

სავარაუდოდ, წყვილს მოგზაურობისას გზა აერია. თუმცა, შემთხვევის ზუსტი დეტალები უცნობია.

ტეგები