სკრიპალის საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2018 23:59
სკრიპალის საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე, გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბრიტანული მხარე საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალებს მიაწოდებს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის მოწამლეს. ისინი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში არიან. ოფიციალური ლონდონი კვალს რუსეთში ხედავს. ამ საქმის გამო, დიდი ბრიტანეთი  რუსეთთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს და 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

ტეგები