ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2018 17:01
ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში, აგრიჯენტოში გამართულ ფოლკლორულ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

აგრიჯენტოში, “ნუშის ყვავილობის საერთაშორისო ფესტივალი” წელს 73-ედ ჩატარდა. იგი ყოველ წელს თებერვლის დასაწყისში იწყება და ერთ კვირას გრძელდება. წელს ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 20 ანსამბლი მონაწილეობდა.

ანსამბლი ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე მუშაობს.

ქორეოგრაფიული ანსამბლი იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე 4 მარტს გაემგზავრა. გასტროლისთვის ხარჯების ნაწილი ბათუმის მერიამ დაფარა.

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი 1992 წელს დაარსდა. წელს ანსამბლი 26 წლის ხდება.

ტეგები