საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2018 21:30 · 17 ნახვა
საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

13 მარტს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარია ფერნანდა ესპინოზასთან.

შეხვედრაზე საუბარი იყო დევნილთა შესახებ გაერო-ში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის  მნიშვნელობაზე.

"ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, განგრძობითი ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოების გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების მდგომარეობაზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

ასევე ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო შეხვედრა გამართა UN Women-ის პოლიტიკის დირექტორთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან.

დელეგაციის წევრებმა, გამოხატეს მადლიერება, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, როგორც სპეციალიზებული სააგენტო, მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.​

ტეგები