იტალიაში კაცი დააკავეს, რომელიც საბავშვო ბაღზე ტერაქტს გეგმავდა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2018 22:15 · 49 ნახვა
იტალიაში კაცი დააკავეს, რომელიც საბავშვო ბაღზე ტერაქტს გეგმავდა

იტალიაში საბავშვო ბაღზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. ადგილობრივმა პოლიციამ FBI-ს დახმარებით ლატვიის 24 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ Local-ი წერს.

გამოძიების თანახმად, დენის ილარიონოვი ბაღზე თავდასხმისთვის ხელნაკეთ ბომბს ამზადებდა.

პოლიციის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელებში საიფულო საიპოვს აქებდა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში მანქანით ფეხით მოსიარულეებში შევარდა და რვა ადამიანი მოკლა.

ტეგები