მეც გავხდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი - ჯენიფერ ლოპესი
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2018 22:54 · 209 ნახვა
მეც გავხდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი - ჯენიფერ ლოპესი

48 წლის მომღერალმა და მსახიობმა, ჯენიფერ ლოპესმა კარიერის დასაწყისში მასზე სექსუალური ძალადობის შესახებ პუერტო რიკოში, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ინფორმაციას Usatoday ავრცელებს.

"სხვა ქალების მსგავსად, მეც ვიყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემს ერთ-ერთ პირველ ფილმზე მუშაობისას, ხელმძღვანელმა მითხრა,  გამეხადა მაისური, რადგან მას ჩემი მკერდის ნახვა სურდა. მე ეს არ გავაკეთე. როცა ამ შემთხვევაზე ხმა ამოვიღე, ძალიან შეშინებული ვიყავი. მახსოვს, როგორ მიცემდა გული და ვფიქრრობდი: "რა გავაკეთე? მე ამ კაცმა დამიქირავა! სინამდვილეში კი ვიცოდი, რომ მე მართალი ვიყავი".

ჯენიფერ ლოპესი, სექსუალური ძალადობის გასაპროტესტებლად, საზოგადოების წინაშე შავებში ჩაცმული წარსდგა.

ტეგები