ხულოში ეკლესია გაქურდეს - წაღებულია ხატები
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 11:33
ხულოში ეკლესია გაქურდეს - წაღებულია ხატები

ხულოში, სხალთის თემში წუხელ, 15 მარტს ღვთისმშობლის ეკლესია გაქურდეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცვლებმა სავარაუდოდ ხატები წაიღეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო – ქურდობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ტეგები