სამტრედიასთან მომხდარ ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 11:42
სამტრედიასთან მომხდარ ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

სამტრედიასთან ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტს საღამოს მოხდა. გარდაცვლილებს შორის ორი ზრდასრულია, ერთი კი ბავშვი. 

შსს-ს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ტეგები