გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 13:30 · 2385 ნახვა

სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან გუდაურში რეანომობილები მიემართებიან.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

ტეგები