ჯანი ბუკიკიო: ირაკლი კობახიძემ ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 15:27 · 27 ნახვა
ჯანი ბუკიკიო: ირაკლი კობახიძემ ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად

„საკონსტიტუციო რეფორმა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და გაუმჯობესება“,- ასე აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.

ჯანი ბუკიკიო გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„ეს არის გაუმჯობესება. როგორც დისკუსიისას აღვნიშნე, ჩვენ საქართველოსთან 1993 წლიდან ვთანამშრომლობთ. მას შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის მისაღწევად“,- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ტეგები