მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის პრეზენტაცია გაიმართა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 15:49 · 28 ნახვა
მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული წესის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას გამგეობა ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს 100%-ით დაუფინანსებს. ამავდროულად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, შეაგროვოს დაფინანსებული სამუშაოთა ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა, რომელსაც საკუთარი საერთო ქონების ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და მოვლა-პატრონობას მოახმარს. რაც შეეხება უშუალოდ შემსრულებელ კომპანიას, ახალი წესის თანახმად, მას ამხანაგობა აღარ შეარჩევს. ბმა-ს პროექტების განხორციელებისთვის კომპანიები ტენდერით გამოვლინდებიან.

მთაწმინდის რაიონში სულ 1284 "ამხანაგობაა" შექმნილი. ახალი წესის პრეზენტაციას გამგეობა „ამხანაგობების“ თავმჯდომარეებთან ეტაპობრივად მართავს.

ტეგები