მარიამ ჯაშმა ქალაქ ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღი მოინახულა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 16:22
მარიამ ჯაშმა ქალაქ ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქალაქ ზუგდიდის №15-ე საბავშვო ბაღს ესტუმრა. საბავშვო ბაღი მასთან ერთად მოინახულეს ქალაქ ზუგდიდი მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, ა(ა)იპ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს დირექტორი ხათუნა თოლორაია, საკრებულოსა და განათლების რესურს ცენტრის წარმომადგენლები.

კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მუშაობას, დაათვალიერა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეხვდა ბაღის აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღში განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებისათვის მოწყობილ ოთახსა და სპეცმასწავლებლების მუშაობაზე. „ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების სისტემის თითოეული საფეხური გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური თითოეული ბავშვისათვის“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ტეგები