ნიკა გვარამია ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 17:51
ნიკა გვარამია ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა

„მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:

# დეკანოზი გიორგი მამალაძე ყველაფერზე ხმამაღლა ალაპარაკებას აპირებს, რისთვისაც/ვისთვისაც იხდის ახლა სასჯელს.

# 3 დღის წინ, ყველაფრის გასაჟღერებლად მამალაძე შეხვდა ნიკა გვარამიას, რომელიც ადვოკატის რწმუნებულებით შევიდა მატროსოვში. თან გვარამია ისე ესაუბრა დეკანოზს, რომ გაუთქმელობის ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია და გამოსულს ყველაფერზე ღიად საუბარი შეუძლია.

# მატროსოვიდან გამოსვლისთანავე გვარამიამ თქვა, რომ მამალაძე უდანაშაულოა და ის სხვისი ჩადებილი დანასაულის გამო იხდის სასჯელს.

# მეორე დღესვე საპატრიარქოში ბრიფინგი ჩატარდა და გაკეთდა განცხადება, რომ მზადდება მძიმე შეტევა ეკლესიაზე, რაც ასევე იქნება მიმართული ერთ-ერთი მაღალიერარქის წინააღმდეგ. ოღონოდ რა გახმაურდება ამას არავინ ამბობს. გაურკვეველმა შიშმა აიტანა ვიღაცები.

# გუშინ ღამით პატრიარქის თხოვნით გაიმართა დახურული შეხვედრა ნიკა გვარამიასა და პატრიარქს შორის. შეხვედრა დასტურდება, მაგრამ სხვა დეტალებზე არავინ საუბრობს.
 

# ითქმება თუ არა ხმამაღლა ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს? არ ითქმება, ისევ გარიგება მოხდება, ისევ მიიჩქმალება ყველა დანაშაული. გვეტყვიან რომ თვალები დავხუჭოთ და ყურები დავიცოთ, თვითონ ისევ გააგრძელებენ ამაზრზენად ცხოვრებას, დანაშაულებს. ჩვენ კი ვიქნებით მემილიონეჯერ დამცირებულები და მოტყუებულები.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ საღამოს პატრიარქ ილია მეორეს პირისპირ შეხვდა. ამ შეხვედრამდე ორი დღით ადრე გვარამია "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატის სტატუსით შეხვდა. პატრიარქთან შეხვედრას ასევე წინ უძღოდა საპატრიარქოში გაკეთებული განცხადება, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე. ჩვენ ინფორმაციით, შეხვედრა საპატრიარქოში გვარამიასა და პატრიარქს შორის ილია მეორეს თხოვნით შედგა. გვარამიასთან შეხედრაზე კომენატრი არც საპატრიარქოში კეთდება.

ტეგები