ირინა ფრუიძემ ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 20:37 · 29 ნახვა
ირინა ფრუიძემ ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა

ირინა ფრუიძე ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვდა რუსთავის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

კამპანია მიმდინარეობს საჯარო შეხვედრების ფორმატით და გულისხმობს ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმას და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს. შეხვედრა დასრულდა საჯარო კონსულტაციით, რომელიც გაიმართა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის იდეების მიღების მიზნით.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი.

ტეგები