17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2018 23:31
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმიანი და პირადი შეხვედრების დღეა. ეცადეთ იყოთ ღიმილიანი და დიპლომატიური, აგრეთვე კარგი დღეა, ფეხით სეირნობისა და ექსკურსიის მოსაწყობად.

კურო
მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს, არაფრისმომცემ საუბრებს. წარსულში დატოვეთ უსიამოვნო პიროვნებები, საქმეები. თავს შეგახსენებენ ძველი ვალები.

ტყუპი
მოთოკეთ ემოციები, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. გაფრთხილდით, ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ და კომუნიკაბელურობამ პრობლემები არ შეგიქმნათ.

კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ შინ, დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნურავისგან ელით დახმარებას. სიახლეებს მშვიდად შეხვდით.

ლომი
საქმიანი და პირადი შეხვედრების დღეა. დაკვირვებასა და ენერგიას ითხოვს საბუთების გაფორმება. იყავით მეტად მიზანსწრაფული და პრინციპული. საღამო ოჯხურ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
კარგი დღეა ახალი იდეების განსახილველად, სამომავლო გეგმების შესადგენად. საღამო საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ერთად გაატარეთ; მეტი დრო დაუთმეთ მათი პრობლემების მოგვარებას

სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ ემოციები. შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან.

მორიელი
მოთმინებით აღიჭურვეთ და მშვიდად შეხვდით ცლილებებს. მეტად დაისვენეთ. გაისეირნეთ ქალაქგარეთ. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან.

მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, სამართალდამცველებთან. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით.

თხის რქა
კარგი დღეა საზოგადო საქმეების შესასრულებლად; მფარველებთან და უფროსთან კონტაქტებისთვის. თუ საქმეში ან ურთიერთობაში ინიციატივას გამოიჩენთ, უკან აღარ დაიხიოთ.

მერწყული
ნუ აჰყვებით ცდუნებას. ნუ დახარჯავთ ტყუილად ენერგიას. მოერიდეთ არაფრისმომცემ კონტაქტებს. იყავით კრიტიკული გარშემო მყოფებისადმი.

თევზები
ღირებულებების გადაფასების დღეა. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან; ფულის ფლანგვას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტეგები