მარიამ ჯაში მიხეილ ჩხენკელთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 10:37 · 21 ნახვა
მარიამ ჯაში მიხეილ ჩხენკელთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა

მარიამ ჯაში მიხეილ ჩხენკელთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამეცნიერო წრეებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის ინიცირება.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, რომელსაც პარლამენტი გეგმავს სამეცნიერო პროექტების ხელშესაწყობად. მაგალითისათვის, იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისათვის ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება, რომ ხელი შეეწყოს როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს.

მარიამ ჯაშის ინიციატივით მეცნიერებთან შეხვედრა დაიგეგმება პარლამენტში და კომიტეტის წევრებს მიეცემათ საშუალება დეტალურად გაეცნონ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ანგარიშსა და 2018 წლის პრიორიტეტებს.​

ტეგები