პარლამენტის ღიაობის შესახებ საინფორმაციო კამპანია თელავიდან დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 11:45 · 17 ნახვა
პარლამენტის ღიაობის შესახებ საინფორმაციო კამპანია თელავიდან დაიწყო

​პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე თელავის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, მუნიციპალიტეტების, მედიის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი.

ირინა ფრუიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის ფარგლებში ირინა ფრუიძემ ისაუბრა საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის, 2017 წლის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების და მათი განხორციელების შესახებ. შეხვედრა საჯარო კონსულტაციების ფორმატში წარიმართა. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ადგილობრივებმა საკუთარი იდეები და მოსაზრებები გამოთქვეს.

ქალაქ თელავში, დაიწყო საინფორმაციო კამპანია პარლამენტის ღიაობის შესახებ, რომლის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

ტეგები