ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 11:47
ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა

ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქვაფენილის გზით ისარგებლებენ. მთაწმინდის გამგეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე ორ თვეში დაასრულებს.

კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მთაწინდის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებულ რიყის ქვას,
რომელიც დაზიანებულია და ასევე, არაკომფორტულია გადაადგილებისთვის, ქვაფენილი ჩაანაცვლებს.

„ფაქტობრივად, კეთდება ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი ახალი, კაპიტალური გზა, რომლის მშენებლობაც მაისში დასრულდება“, - განაცხადა გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია.

ტეგები