"ჩვენი NGO სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია" - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 14:22
"ჩვენი NGO სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"სამსახურეობრივი მდგომარეობის, ან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყენებით სექსის გამოძალვა, ან სექსის გამოძალვის მცდელობა არის ძალადობა.

ვინც ეს იცოდა და კლანურობის გამო, თვალს ხუჭავდა, არის ძალადობის თანამონაწილე - მაგრამ არ მიკვირს.

ჩვენი NGO სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ უკიდურესად კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია, ეგ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი.

მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ზღვარმა იარსებოს - ვიცოდეთ რა არის ძალადობა და რა, უბრალოდ უზნეობა - თუ ფიზიკური ძალის, ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტი არ არსებობს - ეს ყველაფერი უბრალოდ უზნეობა, ან უზრდელობაა.

თუ გვსურს ეს პროცესი კუდიანებზე ნადირობას არ დაემსგავსოს, ეს ზღვარი უნდა დავიცვათ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ტეგები