ეს ვაჟბატონი თვითონ არის მახინჯი კორუმპირებული ენჯეო სისტემის ნაწილი - ჭოტორლიშვილი ზვიად დევდარიანზე
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 14:56
ეს ვაჟბატონი თვითონ არის მახინჯი კორუმპირებული ენჯეო სისტემის ნაწილი - ჭოტორლიშვილი ზვიად დევდარიანზე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჭოტორლიშვილი "ქალთა მოძრაობის" მიერ ზვიად დევდარიანის სქესობრივ შევიწროებაში დადანაშაულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ დევდარიანი კორუმპირებული NGO სისტემის ნაწილია.

"მაშ ასე. შეიძლება ვიღაცამ ათი ქალის სახელით ანონიმკა დაწეროს შენზე რასაც შენი კარიერა შეეწირება. საინტერესოა რატომ ათი და არა ასი? ანონიმკას თუ წერ არარსებული ანონიმური მსხვერპლის სახელით, მსხვერპლის რაოდენობა რამდენიც გინა იმდენი შეგიძლია აირჩიო. უფრო საინტერესო მომხდარში არის შემდეგი რამ: ეს ვაჟბატონი თვითონ არის მახინჯი კორუმპირებული ენჯეო სისტემის ნაწილი, სისტემის რომელიც საქართველოსთვის უბედურებად და განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცა. ენჯეო სისტემამ ამ ვაჟბატონის ქეისით საკუთარი თავის ჭამა დაიწყო. მომეტებული ინტერესი საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმართ ენჯეო სექტორის მხრიდან, ტრამპის მიერ მხარდაჭერის შემცირებას და ენჯეო სექტორის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ არიან გამწარებული და იბრძვიან თვითოეული პოსტისთვის რომელიც შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. საქართველოს პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ გვყავს ენჯეოშნიკი სახალხო დამცველი, რომ ენჯეოშნიკ სახალხო დამცველს აქვს კვოტა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ამ კვოტის გამო ენჯეოშნიკები სამარცხვინოდ ჭამენ ერთმანეთს", - წერს ჭოტორლიშვილი.

დღეს "ქალთა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ზვიად დევდარიანს ათამდე ქალის სქესობრივ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ტეგები