"ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს" - ბაია პატარაია
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 15:40
"ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

და ორი დღეა მე ვუყურებ ჩემ სამსჯავროს:

დადგები თუ არა მსხვერპლი ქალის გვერდით?

აიღებ თუ არა სამართლიანობის ხმალს ხელში და თავს შუაზე გაუჩეხავ შენ მეგობარს?

შე, ორტ....ვ, და კლანის წევრო, უღალატებ თუ არა შენ პრინციპებს?

უღალატებ თუ არა მსხვერპლ ქალს შენი მეგობრის გამო?

და გიყურებს ათასი თვალი

და ითხოვენ, რომ შენ შენი სოციალური როლი შეასრულო;

ან არა და გამოემშვიდობო მიუკერძოებელი და პრინციპული პროფესიონალის სტატუსს.

და არ აწყობთ პასუხი: 

მე ვერ გავერევი ამაში, ეს ინტერესთა კონფლიქტია.

- ეგრე ბებიაშენს ელაპარაკე, გეტყვის ძალადობის ყოფილი მსხვერპლი.

-მაინც დაჩმორდა ეს ორტ...ა, იტყვის მეორე.

მე არ მინდა ჩემ მეგობარს ვურტყა ნაჯახი,

მე მინდა ვიყო ადამიანი.

პ.ს. მე ვეთიშები საზმაუს კონკურსს.

პ.ს.ს. ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს", - წერს ბატარაია.

დღეს "ქალთა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ზვიად დევდარიანს ათამდე ქალის სქესობრივ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, მოძრაობამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს.

ტეგები