“ოჯახში ფაქტობრივად არავინ დარჩა” – ვინ იყო ოჯახი, რომელიც სამტრედიაში საზარელ ავარიას ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 20:14
“ოჯახში ფაქტობრივად არავინ დარჩა” – ვინ იყო ოჯახი, რომელიც სამტრედიაში საზარელ ავარიას ემსხვერპლა

სამტრედიაში 15 მარტს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი, ჯიპი და “ოპელი” შეეჯახნენ. სწორედ “ოპელის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა პაქსაძეების ოჯახის 4 წევრი. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. პაქსაძეები მახინჯაურში ცხოვრობდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

გარდაცვლილები არიან პაქსაძეების რძალი თამუნა კერესელიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ხატია პაქსაძე და დედამთილი. რაც შეეხება კერესელიძის მეუღლეს გიორგი პაქსაძეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“უმძიმესი ამბავი მოხდა. ოჯახში ფაქტობრივად არავინ დარჩა, მხოლოდ ერთი წევრი… გარდაცვლილი ბავშვის მამა, რომელიც მახინაჯაურში ცხოვრობს.. რამდენიმე თვის წინ ამავე ოჯახში ბავშვის ბაბუაც გარდაიცვალა… გარდაცვლილები იმერეთში, ნათესავებთან იმყოფებოდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მახინჯაურში ბრუნდებოდნენ. გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ბათუმის 26-ე ბაღის აღსაზრდელი იყო”,- აცხადებენ პაქსაძეების ოჯახის ახლობლები.

წყარო: cyc.ge

ტეგები