სენსაცია ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე - ირაკლი ბერაძემ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 20:27
სენსაცია ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე -  ირაკლი ბერაძემ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა

 ბათუმში, ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი დიდი სენსაციის ავტორი ქართველი ოსტატი ირაკლი ბერაძე გახდა.

1tv.ge-ს ინფორმაციით, ბერაძემ მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს რუსლან პონომარიოვს დააყრევინა ფარ-ხმალი.

ტურნირში 34 ქვეყნის 304 მოჭადრაკე, მათ შორის 32 ქართველი ასპარეზობს.

ტეგები