პატრიარქთან შეხვედრა საერთო სურვილით შედგა - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 22:20
პატრიარქთან შეხვედრა საერთო სურვილით შედგა - ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, პატრიარქთან მისი შეხვედრა საერთო სურვილით შედგა. ამის შესახებ მან „შაბათის კურიერში“ განაცხადა.

„მე არსად მითქვამს, რომ პატრიარქმა დამიბარა. ეს იყო საერთო სურვილი, ერთგვარად. არავისთვის მითხოვია, რომ, გინდა თუ არა, უნდა მიმიღოთ. მზად ვარ ყოველთვის პატრიარქთან შესახვედრად. იყო შემთხვევები, როცა მე ვთხოვე შეხვედრა, იყო შემთხვევები, როცა მე მთხოვდნენ მისვლას. მე პატრიარქის მრევლი ვარ და მისი საპატრიარქოში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპარიარქომ უწმინდესისა და ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებითი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა გვარამიას ინიციატივით შედგა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და ნიკა გვარამიას შეხვედრა 15 მარტს შედგა.

ტეგები