18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2018 23:19
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა, უცხო ადგილებში სიარული. მოერიდეთ ხმაურიან შეკრებებსა და ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან. ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად.

კურო
ნუ ეცდებით ერთდროულად ყველა საქმისა და პრობლემის მოგვარებას. მალე უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია. მოერიდეთ დაძაბულობას ახლობლებთან.

ტყუპი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებთანაც რამით (მაგალითად, ფინანსურად) ხართ დაკავშირებული. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ ადრე დაწყებული საქმეები.

კირჩხიბი
სწორად გადაანაწილეთ საოჯახო ვალდებულებები და მეტად დაისვენეთ. გახსოვდეთ, რომ ძველი მეგობარი ორ ახალზე უკეთესია.

ლომი
გარშემო მყოფებში აიმაღლებთ ავტორიტეტს ან გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
მოერიდეთ ტრავმულ სიტუაციებს, ნუ გაეხვევით ინტრიგებში. გაუფრთხილდით პირად ნივთებს. ეცადეთ, არ გადაიღალოთ ფიზიკურად.

სასწორი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, გამოცდილი მეთოდით იმოქმედეთ. არჩევანი უნდა გააკეთოთ რომანტიკულ გართობასა და საოჯახო ვალდებულებებს შორის.

მორიელი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების, რომანტიკული ურთიერთობების გასერიოზულების დღეა. გათავისუფლდებით უსიამოვნებებისგან.

მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ერთად გართობას.

თხის რქა
თავიდან აიცილეთ უსიამოვნებები. ეცადეთ არ გაეხვეთ ინტრიგებსა და ჭორებში. მეტი დრო დაუთმეთ პირად განვითარებას, ცოდნის მიღებას.

მერწყული
მხიარულ და ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შინ, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

თევზები
ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და არ დაზარალდეთ არც მატერიალურად და არც მორალურად. საღამოს შინ მხიარული წვეულება მოაწყვეთ.

ტეგები