"აუხსენით მაგ კაცს, რომ სიმაღლეში სხვების დადაბლებით ვერ იმატებენ - თუ ექვემდებარება ახსნას" - ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2018 13:52
"აუხსენით მაგ კაცს, რომ სიმაღლეში სხვების დადაბლებით ვერ იმატებენ - თუ ექვემდებარება ახსნას" - ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის დირექტორს ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, სადაც მან ახალი გადაცემა დაანონსა და აღნიშნა, რომ მისი ტელევიზია პირველია, სადაც საერთაშორისო პოლიტიკა გაშუქდება.

"ქვეყნის მთავარი გურმანი, პატრიარქის მესაიდუმლე, მსოფლიო მუსიკის უბადლო ექსპერტი, მაკიაველიზე თესლი და მაკქვინზე უფრო გემოვნებიანი ანუ იგივე რუსთავი ორის დირექტორი, ძალიან ამაყია, რომ საქართველოში პირველად, რუსთავი ორი გააშუქებს საერთაშორისო პოლიტიკას.

"პირველებმა დავიწყეთ გასაგებად მოყოლა, რა ხდება მსოფლიოში" აინშტაინმა სიბრიყვეზე და სამყაროზე თქვა - უსასრულოაო, მე გოიმობას დავამატებდი ამ სიას.

აუხსენით მაგ კაცს, რომ სიმაღლეში სხვების დადაბლებით ვერ იმატებენ :)

თუ ექვემდებარება საერთოდ რამის ახსნას", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ტეგები