ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს - ილია მეორე
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2018 15:23
ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს - ილია მეორე

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ყოველკვირეული ლოცვა აღავლინა.

მსახურების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები შეახსენა, რომელიც ქრისტიანებს სიყვარულით და რწმენით ცხოვრებისაკენ მოუწოდებს.

„წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი არის სიყვარული და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვეცეს სიყვარული და ღვთის მფარველობა, ღვთის მადლი და ძალა, ყველამ ერთად ვთქვათ – ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ტეგები