აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოდან გადის
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2018 16:14 · 248 ნახვა
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოდან გადის

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ტოვებს. ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადით ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა. სებ-ში აცხადებენ, რომ მათთან განაცხადი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შევიდა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ბანკი რამდენიმე შვილობილი ბანკის დახურვას გეგმავს, მათ შორის საქართველოში. ბანკი ხურავს მოსკოვის ფილიალსაც.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტს ქვეყნის მთავრობა ფლობს. 2007 წლიდან ბანკი საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” სახელით საქმიანობს. 

ბანკმა გასული წლის მეოთხე კვარტალი 750 960 ლარიანი მოგებით დაასრულა.

ტეგები