რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66% მიიღო
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2018 10:06
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66% მიიღო

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,75% უკვე დაამუშავა.

მეორე ადგილზეა პაველ გრუდინინი, რომელსაც ამომრჩევლების 11,80%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს 5,67 %-ით ვლადიმერ ჟირინოვსკი იკავებს. ქსენია სობჩამა კი ხმების 1,67 % მიიღო.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა.

ტეგები