ნინო გოგუაძე პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2018 13:03
ნინო გოგუაძე პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

19-20 მარტს, ქალაქ ლონდონში, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამიტში პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. ნინო გოგუაძე თავის მიმართვაში საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრებს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და რეაგირების მექანიზმებს შეეხება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პლატფორმა, რომელიც ინიცირებულია გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური პარტიების პოლიტიკოსი ქალების მიერ და მსოფლიოს 20 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელ ქალებს აერთიანებს. განსახილველი საკითხები, ძირითადად პოლიტიკაში ქალთა მიმართ მდგარ გამოწვევებსა და სირთულეებს შეეხება, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის და ასევე როგორი შეიძლება იყოს თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური როლი ამ საკითხებზე რეაგირებისას,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთაშორისო სამიტი ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით და ორგანიზებით ხორციელდება.

ტეგები