ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2018 16:15
ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა

ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქვაფენილის გზით ისარგებლებენ. მთაწმინდის გამგეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე ორ თვეში დაასრულებს.

კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზირებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.


საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია;
 

ტეგები