„გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური“ - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2018 18:21
„გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური“ - ნიკა გვარამია

გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანს გიორგი გაბუნიას, გუშინდელ გადაცემაში ისეო ქრისტესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, საყვედური გამოეცხადა. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და  ასევე, ბოდიში მოუხადა მორწმუნეებსაც.

"არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ. დღეს დილიდან რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იერო ქრისტე არ აირს მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტეგები