"ცხოვრებას რომ აიწყობ, მარშუტკებში შენი რადიო ღიღინებს და რაღატო უნდა ამოხტე საცვლებიდან"...
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 14:02
"ცხოვრებას რომ აიწყობ, მარშუტკებში შენი რადიო ღიღინებს და რაღატო უნდა ამოხტე საცვლებიდან"...

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ცხოვრებას რომ აიწყობ, მარშუტკებში შენი რადიო რომ ღიღინებს ექსკლუზიურად ტენდერმოგებულად, საზმაუს ტენდერებს იგებ და ქვეყნის მთავარ მებაღესთან დიდი ფინანსური შური–მური გაქვს პრინციპში რაღატო უნდა ამოხტე საცვლებიდან. მარტო პერიოდულად უნდა გააპრავო ხოლმე ის მებაღე და ეგ არის სულ რაც მოგეთხოვება", - წერს ჟურნალისტი.

მანამდე ხაინდრავამ განაცხადა, რომ: "ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს, ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ აბრუნებს ამ ცხედარს და მთელი მსოფლიოც ვერ აბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც არ მოუწოდა რუსეთს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ურთიერთობები არ უნდა გავამწვავოთ, ურთიერთობები შეძლებისდაგვარად უნდა დავალაგოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ავხტეთ საკუთარ თავზე მაღლა და როგორც წესი, არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან. იმ დროს, როდესაც მშვიდად და წყნარად შეიძლება საკითხების დაყენება. ესე იყო გაკეთებული კვირიკაშვილის წერილში."

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა  გაიტაცა. მათ 23 თებერვალს განაცხადეს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოჯახს ცხედარს არ უბრუნებენ.

ტეგები