ქალთა უფლებების დასაცავად სამოქალაქო სექტორი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 22:45
ქალთა უფლებების დასაცავად სამოქალაქო სექტორი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს

ქალთა უფლებების დასაცავად სამოქალაქო სექტორი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საფარი", "საია" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საჩივარს უკვე ამზადებს, რასაც სახალხო დამცველს გადაუგზავნიან. ამის შესახებ "რუსთავი 2"  წერს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელს, ზვიად დევდარიანს, მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ის ომბუდსმენმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.

საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმაც, რომელიც პირადად შეხვდა სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლ ქალებს.

ბრალდებებზე ზვიად დევდარიანი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. მან მძიმე ბრალდებების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტები უარყო და საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც არის ზვიად დევდარიანი, ხუთშაბათს გამგეობის სხდომას გამართავს. ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, ეს საქმეც იქნება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაცია, სხდომის შემდეგ გაირკვევა.

ტეგები