ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაიწყო, ადგილზეა გარდაცვლილის მამა
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 22:56
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაიწყო, ადგილზეა გარდაცვლილის მამა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში, წილკანში გადაასვენებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ადგილზე იმყოფება არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი. ასევე, ექპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან ტატუნაშვილის ახლობლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში გაიტაცა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. მის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ აძლევდა. ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხედერათან ერთად, ტატუნაშვილის კუთვნილი მანქანა და საექსპერტო მასალები გადასცა.

ტეგები