"რუსთავი 2" სერიოზული საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით გიორგი გაბუნია - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 23:27
"რუსთავი 2" სერიოზული საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით გიორგი გაბუნია - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა ვარამიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია და განსაკუთრებით მისი თანამშრომელი, გიორგი გაბუნია საფრთხის წინაშეა.

„რუსთავი2 არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე და პერსონალურად ყოველი ჩვენგანი, განსაკუთრებით გიორგი გაბუნია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მე საქართველოს ხელისუფლებას უკვე ერთხელ ვუთხარი და ამ ეთერიდანაც ვეუბნები, რომ ჩემი  თანამშრომლის ნებისმიერ თმის ღერზე პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომლითაც ეს ბანდა დათარეშობს საქართველოში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ გადაცემა "პოსკრიპტუმში" აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. გიორგი გაბუნიას ამ განცხადებამ საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა და ტელეწამყვანს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.  

ტეგები