სოზარ სუბარი და ქეთევან ციხელაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდნენ
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2018 23:36
სოზარ სუბარი და ქეთევან ციხელაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდნენ

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც ხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაასვენეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  ქეთევან ციხელაშვილი მივიდნენ. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში გაიტაცა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. მის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ აძლევდა. ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხედერათან ერთად, ტატუნაშვილის კუთვნილი მანქანა და საექსპერტო მასალები გადასცა.

ტეგები